მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაუჩინარებული საპრეზიდენტო კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი "ქართულმა ოცნებამ" ტელეეკრანებიდან ჩახსნა

გაუჩინარებული საპრეზიდენტო კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი “ქართულმა ოცნებამ” ტელეეკრანებიდან ჩახსნა

Published on

გასული კვირის საჯარო განცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი საჯარო სივრციდან გაუჩინარდა – სად გაქრა პრეზიდენტობის კანდიდატი და რატომ არ მართავს საარჩევნო შეხვედრებს – ამ კითხვის დასასმელად დღეს „კურიერი“ ზურაბიშვილთან სახლში მივიდა, თუმცა არც იქ დახვდა. 
 
როდიდან ჩაერთვება მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი საკუთარ საარჩევნო კამპანიაში, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი კი ამბობს, რომ კამპანიას პარტია "ქართლი ოცნება" ატარებს.
 
ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი კამერების წინ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, გასულ კვირას გამოჩნდა, თუმცა მედიის დიდი ინტერესის მიუხედავად, მას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
 
„კურიერის“ ინფორმაციით, ტელეეკრანებიდან ზურაბიშვილის ჩამოშორება "ქართლი ოცნების" ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. გია ვოლსკი კი ამბობს, რომ მათი რჩეული კანდიდატი უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს. 
 
პირველ ტურში წარუმატებლობის შემდეგ, პოლიტოლოგები თვლიან, რომ "ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის არაპოპულარული განცხადებებისგან თავი დაიზღვია და კანდიდატი უბრალოდ გადამალა.
 
სალომე ზურაბიშვილი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობდა და განცხადებებს წერილობით ავრცელებდა, თუმცა ის დღეს არც რუსთაველის თეატრში მივიდა, სადაც 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წლის თავზე, აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს
 

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...