მთავარისიახლეებიპოლიტიკაEPP​-ის კონგრესი ჰელსინკში - "ენმ"-ამ და "ევროპულმა საქართველომ" დეპუტატს საქართველოში საარჩევნოდ შექმნილი...

EPP​-ის კონგრესი ჰელსინკში – “ენმ”-ამ და “ევროპულმა საქართველომ” დეპუტატს საქართველოში საარჩევნოდ შექმნილი ვითარება გააცნეს

Published on

„ევროპის ხალხთა პარტიისთვის, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს,“ – ეს განცხადება, ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანმა, გიგი უგულავამ გააკეთა.
 
ფინეთის დედაქალაქში მიმდინარე  "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებიან. ოპოზიციის წევრები გუშინ, პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდნენ და მათ "სახალხო პარტიის" წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ ვითარებაზე, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი.
 
„ევროპის ხალხთა პარტიისთვის, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. გუშინ პრეზიდენტმა დოლმა სპეციალურად ისაუბრა, მათ შორის ისაუბრა იმ მემორანდუმზე, რომელიც ევროპულ საქართველოს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გვაქვს გაფორმებული მეორე ტურში ურთიერთ დახმარების შესახებ,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
 
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს კონგრესზე საქართველოს შესახებ დოკუმენტი უნდა დაამტკიცონ. 
 
„ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალის, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე დაამტკიცებენ დოკუმენტს, რომელშიც ცალსახად იქნება გაცხადებული როგორც მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და დემოკრატის ქვეყანაში, ასევე დაფიქსირდება გარკვეული შეშფოთებები იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც არის ქვეყანაში შექმნილი, რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობას და მათი უფლებების შევიწროებას,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმ

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...