მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბერძენიშვილი: ფავოროტია გრიგოლ ვაშაძე და მისი გამარჯვება არის შანსი პოლიტიკური პლურალიზმისა...

დავით ბერძენიშვილი: ფავოროტია გრიგოლ ვაშაძე და მისი გამარჯვება არის შანსი პოლიტიკური პლურალიზმისა და სახელისუფლებო კოალიციისკენ

Published on

 
თუ  ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ტოტალური გაყალბებით და დაშინებით გახდის პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მოხდება შეკუმშული ზამბარის ძალიან მძიმედ გაწყვეტა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ადგილი არ იქნება. განაცხადა  დავით ბერძენიშვილმა ,,პალიტრანიუსთან'' საუბარში/
 
„ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში გამოიყენა ქვეყნისთვის დამღუპველი ფრაზა – გაერთიანებული მოძალადეები. აქამდე იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პარტნიორებით და ახლა გაუერთიანდა სოლიდური ხმების მქონე „ევროპული საქართველო“ და სინერგიის მქონე „რესპუბლიკური პარტია“
.
ჩვენ ვეხმარებით იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არც „ნაციონალებს“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ მიეკუთვნება და არ უნდა. დღეს გვაქვს ვითარება, როცა უმცირესობას აქვს საკონტროლო პაკეტი. ისინი წყვეტენ, როგორი იქნება ძალთა ბალანსი.
 
კარგად გვიცნობს ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცის ჩვენი ფასი კრიტიკულ ვითარებაში. დიდ კოალიციებში ჩვენზე არის მოთხოვნა, რადგან ყოველთვის ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ჩვენს მიმართ არის გაღიზიანება ჩვენი მხარდამჭერების ნაწილში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებშიც იყო გაღიზიანება როცა სააკაშვილმა დაადასტურა ლევან ბერძენიშვილთან საუბარი. მაგრამ პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, რადგან პარტიამ უთხრა, რომ ახლა ამის დრო არ არის.
 
თუ სალომე ზურაბიშვილს ტოტალური გაყალბებით, დაშინებით ბიძინა ივანიშვილს გახდის პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მოხდება შეკუმშული ზამბარის ძალიან მძიმედ გაწყვეტა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ადგილი არ იქნება. მე არ მინდა ასეთი მკვეთრი დაპირისპირება. სულაც არ მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების როტაცია მოხდეს ახლანდელი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებით იგივე საკნებში, მაგრამ თუ გრიგოლ ვაშაძე დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება დემონტაჟის და ხელისუფლების რბილი ცვლილების დასაწყისი.
 
ცხადია, რომ პროგრესს ფორმალურადაც კი დაშორდა ბიძინა ივანიშვილი და დარჩა იმ ადამიანების იმედად, რომლებიც ვერასდროს ვერ გვიტანდნენ „რესპუბლიკელებს“, რადგან სოროსისტებად მიგვიჩნევდნენ იმ დროს, როცა თავის სიგრძე კომპარტიის ბარათები ედოთ ჯიბეში. ასეთ ვითარებაში ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ფავოროტია გრიგოლ ვაშაძე და მისი გამარჯვება არის შანსი პოლიტიკური პლურალიზმისა და სახელისუფლებო კოალიციისკენ. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით ბიძინა ივანიშვილს ელის საფრთხე“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...