მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოდბეში „ევროპული საქართველოს" წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ,,ხელისუფლება განზრახ ქმნის მწვავე დაპირისპირების...

ბოდბეში „ევროპული საქართველოს” წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ,,ხელისუფლება განზრახ ქმნის მწვავე დაპირისპირების და ძალადობის ფონს, რაც სახიფათოა – აცხადებენ პარტიაში

Published on

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში „ევროპული საქართველოს" წევრს, ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ლაზარიაშვილს გუშინ ღამით ქუჩაში უცნობი პირები დაესხნენ თავს და პარტიის დატოვება მოსთხოვეს.   
 
ევროპული საქართველო"  სიღნაღის რაიონში მომხდარ ინციდენტზე ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვს. როგორც პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ, სიღნაღის რაიონში „ევროპული საქართველოს"აქტივისტს ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირების ფონს ქმნის, რაც დაუშვებელია. კახიძის თქმით, ქვეყანას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება სჭირდება.
 
„სიღნაღის რაიონში ბესიკ ლაზარიაშვილი გუშინ სასტიკად სცემეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალადობის ფონის გაგრძელება, რომელსაც "ქართული ოცნება" აქტიურად ნერგავს წინასაარჩევნო პერიოდში. დღემდე დაუსჯელები არიან როგორც კორცხელის მოძალადეები, ასევე ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზეც სერიოზული რეაგირება, დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა. ხელისუფლება განზრახ ქმნის მწვავე დაპირისპირების და ძალადობის ფონს, რაც სახიფათოა. მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოიძიოს და რეაგირება მოახდინოს სიღნაღში მომხდარ ფაქტზე და ამავე დროს შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, ყველა ამგვარ შემთხვევაზე მოახდინოს პრევენცია",- განაცხადა კახიძემ.
 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...