მთავარისიახლეებიპოლიტიკა7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის...

7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის – გრიგოლ ვაშაძე

Published on

7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის – გრიგოლ ვაშაძე 11 წლის წინანადელ მოვლენებს ეხმაურება. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, მაგრამ სრულად იზიარებს ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მიიჩნევს.
 
"ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი და პატივს სცემდეს ყველა მოქალაქის პოზიციას, მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და სიმპათიებისა. არ შეიძლება, ყველაფერი, რაც დაშვებულია, გამოიყენო. კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია იმედში შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა. ამას გამართლება ვერ ექნება და არც აქვს," – წერს გრიგოლ ვაშაძე.
 
ამავე განცხადებაში ოპოზციის საპრეზიდენტო კანდიდატი დღევანდელ ვითარებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ "ივანიშვილი არათუ იმეორებს თერთმეტი წლის წინანდელ შეცდომებს, არამედ მტრებად აცხადებს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი დაგვიჭირა პირველ ტურში. ივანიშვილს შემოაქვს გათიშულობა და ემუქრება საკუთარ მოქალაქეებს სამოქალაქო ომით. ყველა გაკვეთილი ნასწავლია, ყველა შეცდომა გაანალიზებულია, ყველა დასკვნა გამოტანილია. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ მომავალზე და მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მომავალი." 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....