მთავარისიახლეებიპოლიტიკა"600 000 ხმით ქართველმა ხალხმა, სააკაშვილს ,11 წლის შემდეგ , 7 ნოემბერი...

“600 000 ხმით ქართველმა ხალხმა, სააკაშვილს ,11 წლის შემდეგ , 7 ნოემბერი აპატია”- ლევან ბერძენიშვილი

Published on

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით დადასტურდა, რომ ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 7 ნოემბერი აპატია. ბერძენიშვილის განცხადებით, ის ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 ნოემბერს არ აპატიებდნენ.
 
„7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია „ქართულმა ოცნებამ“. კარგად იციან, ვინ სად იყო და ვინ აფინანსებდა. მახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით ვანოს გადავუხადე, სხვას გადავუხადე. მოკლე მეხსიერება არის ძალიან ცუდი. მე, მაგალითად, არ დამავიწყდა ჩემი გამოსვლა, რომ ამას არ აპატიებს სააკაშვილს ქართველი ხალხი. ახლა მივხვდი, რომ არჩევნების შედეგით, 600 000 ხმით ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ 7 ნოემბერი აპატია. ხალხმა თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ 7 ნოემბერი არ განმეორდეს. ეს განმეორდება თუ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველაფერი. როცა ვთქვი, რომ არ აპატიებს სააკაშვილს ხალხი, მე შევცდი. 7 ნოემბრის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ როცა მათ მოინანიეს და თქვეს, რომ შეცდნენ, მათ აპატიეს. ხელისუფლება მოვიდა უკვე ექვსი წელია, ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ მხოლოდ იმ ცხრა წელზე საუბრობს“, – აცხადებს „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...