მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავები კი მიგორავს''... დღეს ,,ქართულ ოცნებაში'' ჩანიშნულია ბრიფინგი საკადრო და სტრუქტურული...

,,თავები კი მიგორავს”… დღეს ,,ქართულ ოცნებაში” ჩანიშნულია ბრიფინგი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ

Published on

 
 
დღეს  ,,ქართული ოცნების'' გენერალური მდივანი კახა კალაძე  სავარაუდოდ გამართავს ბრიფინგს საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
 
  არჩევნების მეორე ტურის წინ უკვე ცნობილია, რომ მმართველ გუნდში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება.
 
ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საკუთარ მიმართვაში  „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ დაადასტურა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, იქნება ძირეული ცვლილებები.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები პარტიის გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს შეეხება, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიის პოლიტსაბჭოში დარჩებიან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ახალი აღმასრულებელი და გენერალური მდივნები ეყოლება.
 
ინფორმაციას საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ არ ადასტურებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს პარტიის თავმჯდომარე მიიღებს.
 
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი ბიძინა არ გულისხმობდა ცალკეულ გვარებს, არც ბატონ ღარიბაშვილს და არც ბატონ კვირიკაშვილს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ მათაც გულისხმობდა.
 
ეს არის მოწოდება ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც რიგით დონეზე, ნებისმიერ პოზიციაზე თუ ყოველგვარი სამსახურის გარეშეც იღებდა მონაწილეობას და თავის წვლილი ჰქონდა შეტანილი თუნდაც თავის ხმით, იმ რეჟიმის წინააღმდეგ რომლისთვისაც გავერთიანდით 2012 წელს,“-ამბობს ცქიტიშვილი.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...