მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ დეპუტატის შემორღვეული საყელოს ფასი 6 თვის პატიმრობაა, იარაღის კონდახებით...

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შემორღვეული საყელოს ფასი 6 თვის პატიმრობაა, იარაღის კონდახებით ოპონენტებისთვის სახის ძვლების ჩამსხვრევა კი ხელისუფლების მადლობას იმსახურებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას და სასამართლოს მიერ 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ეხმაურება.
 
ნიკა მელია ამბობს, რომ ფარცხალაძის მიმართ ბრალის წარდგენა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია, რომლისაც არავის არ სჯერა.
 
„კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი სცემეს და წელიწადნახევარი დასჭირდათ, რომ თვალის ასახვევად ცინიკური ბრალი წაეყენებინათ ადამიანისთვის და ისიც რის ფონზე, საუბრობენ, რომ უცხოელი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ და მათ იმსჯელესო და კითხვა ჩნდება მაშინ, ადგილობრივი პროკურატურა რას აკეთებს საერთოდ, რისთვის გვჭირდება. მეორე, ძალიან ცდება ბიძინა ივანიშვილი თუ ერთ ადამიანსაც მაინც სჯერა ამ სპექტაკლის. ანუ ისე ჩატარდა ამ რეზონანსულ საქმეზე სასამართლო, რომ ვერავინ ვერ გაიგო,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
ნიკა მელია ამბობს, რომ ივანიშვილი და ფარცხალაძე შეთანხმდნენ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს საარჩევნოდ ბრალს წარუდგენდნენ.
 
„უბრალოდ ახლა ბიძინა ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძე, ეს ორი ძმაკაცი ერთმანეთთან დასხდნენ და ძმაკაცურად ერთმანეთს სთხოვეს, რომ მოდი, ახლა იცი, რა ბოლი გამოვაშვებინოთ საზოგადოების რაღაც ნაწილს და ვთქვათ, რომ ვითომ შენც შეუხებელი ხარ, სინამდვილეში ვიცით, რომ ეს ადამიანი მართავს სასამართლოსაც და პროკურატურასაც,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ფარცხალაძის მიმართ წაყენებული ბრალდება და განაჩენიც საკმაოდ მსუბუქია, მაშინ, როდესაც სხვა პირებთან დაკავშირებით სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს არ იღებს.
 
„საყელო შემოერღვა „ქართული ოცნების“ დეპუტატს და 6 თვე გაატარებინეს 3 ახალგაზრდა ადამიანს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსთავი 2-ზე ზეწოლას, ქუთაისში. ცხვირ-პირი დაუმტვრიეს ლაშა თორდიას, სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს ახალქალაქში, საარჩევნო შტაბში შეცვივდნენ, იარაღის კონდახებით სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს და ამ ადამიანებს გირაო შეუფარდეს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
დღეს სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გასულ წელს „ელცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.
 
საქმე ძიებაში წელიწადი და 7 თვის განმავლობაში იყო, თუმცა ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი მხოლოდ გუშინ წარუდგინეს.
 
უფლებადამცველის ინფორმაციით,  ფარცხალაძისთვის გირაო ბრალდების მხარემ მოითხოვა. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...