მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთი ქუთაისის საზღვაო პორტში შევლენ გემები და, მეორე, სალომე ზურაბიშვილი...

ერთი ქუთაისის საზღვაო პორტში შევლენ გემები და, მეორე, სალომე ზურაბიშვილი შევა პრეზიდენტის რეზიდენციაში ,,ნასოსით”

Published on

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პარტიის ძველი წარმომადგენლების ნაწილი შეიკრიბა, დანარჩენები კი, მათ შორის,  სოსო ჯაჭვლიანი  მმართველ პარტიას დახმარებას საჯარო განცხადებებით სთავაზობენ.
 
საგანგებო ბრიფინგი ყოფილმა დეპუტატებმა ომარ ნიშნიანიძემ და გია ჯაფარიძემ გამართეს. ისინი მზად არიან, „ქართული ოცნების“ მუშაობაში ჩაერთონ და სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში დახმარება აღმოუჩინონ.
 
ომარ ნიშნიანიძე მმართველი პარტიის ის დეპუტატია, რომელიც პარლამენტში არჩევის შემდეგ ქუთაისში პორტის მოწყობის შესახებ ინიციტივით გამოვიდა და ეს პროექტი პრემიერს გააცნო.
 
„ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა. ჩვენ გამოცდილ ხალხს, გვარდიას გვერდზე გაგვწიეს, გასაგებია, მაგრამ რჩევა მაინც რომ ეკითხათ, ეს იქნებოდა კარგი. ამას ველოდი, ჩემი ძველი კოლეგები და ახლებიც გავაფრთხილე, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ ერთ ყურში შეუშვეს, მეორეში გაიშვეს. ასეთ დალაგებას ასეთი დაცემა მოჰყვება. 2020 წლისთვის კეთილი ინებოს „ქართულმა ოცნებამ“, ჩემმა ძველმა მეგობრებმა, ჩემმა თანამებრძოლებმა, ყველამ ერთად, რომ მეტად შევიკრათ, მეტი გავაკეთოთ, ხალს უფრო მეტად დავუდგეთ გვერდში. რაც შეეხება ბატონმა ბიძინას, რომელმაც ახსენა გულგატეხილობა, საკადრო პოლიტიკა, სოციალური პრობლემები, რომელიც ქვეყანაში, ვეთანხმები და ეს ნამდვილად ასეა,“- განაცხადა “ძველი გვარდიის“ წარმომადგენელმა, ომარ ნიშნიანიძემ.
 
საგანგებო ბრიფინგზე განცხადება “ძველი გვარდიის“ წარმომადგენელმა, გია ჯაფარიძემაც გააკეთა. 
 
„ეტყობა იფიქრეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვყავს და ამას ისე ადვილად მოვიგებთო, მაგრამ არ არის ბატონებო ეს ამბავი ასე. ისეთი ადამიანები დღეს ძალიან უყურადღებოდ სხედან და არიან ისე, რომ ყურადღების საერთოდ არ მიაქცია პარტიამ, დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისთანა ადამიანებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, წინა ორი არჩევნების მოგება განაპირობეს,“- განაცხადა “ძველი გვარდიის“ წარმომადგენელმა, გია ჯაფარიძემ.

სიახლეები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....