მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენი ხედვები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს"- კახა მიქაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა...

“ჩვენი ხედვები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს”- კახა მიქაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა [Video]

Published on

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და "დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია გუშინ 22:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. 
როგორც "პრაიმტაიმს" კახა მიქაიამ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო  სამეგრელოსა და ზუგდიდის განვითარების თემას და ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.„ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონისა და ქალაქის განვითარების გეგმაზე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხედვები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. ასევე, იყო საუბარი არჩევნებზე. ბატონი გუბერნატორი სრულად ათვითცნობიერებს იმ მდგომარეობის სიმძიმეს, რაც ჩვენს რეგიონშია, რომელიც სრულად აისახა არჩვენების პირველი ტურის შედეგებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში შემობრუნება მეორე ტურში. რაც შემეხება მე, როგორც ამ ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ იძულებითი არჩევანის გაკეთება მიწევს, რათა არ დაბრუნდეს სააკაშვილის რეჟიმი. მოვუწოდებ ყველას, ჩვენ თანამებრძოლებს, საზოგადოებას, არ დაუშვას სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება. ჩემი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ ყველასათვის ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ჩემი იძულებითი არჩევანია“, – განაცხადა მიქაიამ.რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომლის სრული ვერსია "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა კახა მიქაიამ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარადგინა, და რომელშიც მისი თქმით, ზუგდიდის მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი, ამის შესახებ გუბერნატორ მოწერელიასთან დამატებით არ უსაუბრია.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა, სუსმა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს დააკავა.
 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...