მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბატონმა ბიძინამ მადლობა მითხრააა! '' - დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული...

,,ბატონმა ბიძინამ მადლობა მითხრააა! ” – დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების ,,დიად” პოლიტიკაში ბრუნდება

Published on

დაუდასტურებელი ინფორმაციით,  ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების ,,დიად'' პოლიტიკაში ბრუნდება.საუბარია კვირიკაშვილის დაბრუნებაზეც, მაგრამ ეს უბოლო ვერსია გაცილებით ,,მოკრძალებულია'' 
 
 არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღირაბიშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდეს.
 
მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩათვლიან, ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს.
 
„ღარიბაშვილი როდესაც გადადგა თანამდებობიდან, მან თქვა – „მე ვრჩები ჯარისკაცად „ქართული ოცნების“. თუ საჭიროდ ჩათვლის, ყველამ შესაძლებელია გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს. არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღირაბიშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება“, – განაცხადა ქანთარიამ.
 
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე დღეს კომენტარი გააკეთა ზვიად ძიძიგურმაც. მისი თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება“. 
 
„ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის გამოეჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება. ესაა ცალსახა“, – განაცხადა მან
 
რაც შეეხება პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობას, ძიძიგურის თქმით, კვირიკაშვილი უცხოეთში მუშაობს და მან არ იცის თუ „რა ვითარებაშია ყოფილი პრემიერის პოლიტიკური აქტიურობის თემა“.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...