მთავარისიახლეებიპოლიტიკააი, რა განსხვავებაა ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის - გიორგი კაპანაძის პოსტი სოციალურ...

აი, რა განსხვავებაა ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის – გიორგი კაპანაძის პოსტი სოციალურ ქსელში

Published on

 
 „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი კაპანაძის  სოციალურ  ქსელში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებულ განსხვავებებზე წერს.
 
  პოსტს .პრესა გე ციტირებს
 
„აი, რა განსხვავებაა ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის:
 
– ვაშაძე არის არაღიარების პოლიტიკის არქიტექტორი;
 
– ზურაბიშვილი არის ანტიქართული წიგნის ავტორი;
 
– ვაშაძემ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებით ხელი შეუშალა ოკუპანტს – დაერწმუნებინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „დამოუკიდებლობაში“;
 
– ზურაბიშვილმა თავისი წიგნით ხელი შეუწყო ოკუპანტს, დაერწმუნებინა მსოფლიო ცინიკურ ტყუილში – თითქოს 2008-ში ომი საქართველომ დაიწყო;
 
– ვაშაძემ, რუსული ინტერვენციის გამო გამოხატა პროტესტი და უარი თქვა რუსულ პასპორტზე;
 
– ზურაბიშვილი, რუსული ინტერვენციის შემდეგ დაეხმარა ოკუპანტს, მისი ციტატებით გაემყარებინა პროპაგანდა;
 
– ვაშაძე ამბობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი;
 
– ზურაბიშვილი ამბობს, რომ იქნება „ზევით“ და იქნება ორი საქართველო;
 
– ვაშაძეს მხარს უჭერს ყველა პროდასავლური ძალა, წარსულში მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად. 
 
– ზურაბიშვილს მხარს უჭერს ყველა პრორუსული ძალა, ნომერ პირველი ტერორისტის, იგორ გიორგაძისა და ნომერ პირველი კორუმპირებული ჩინოვნიკის, ლევან მამალაძის ჩათვლით. 
 
დარჩა კითხვები?“ – წერს კაპანაძე.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...