მთავარისიახლეებიპოლიტიკამაიაკოვსკისებურად: ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობას პირდება, რომ ადილობრივი ხელისუფლება ისაუბრებს...

მაიაკოვსკისებურად: ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობას პირდება, რომ ადილობრივი ხელისუფლება ისაუბრებს არა დაპირებებზე, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც გადადგამს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ახალი უფროსის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერებაა საჭირო.
 
როგორც მან შინაგან საქმეთა მინისტრთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გადადგამს და არა დაპირებებზე.
 
„ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ეს იმას ნიშნავს, რომ ის მწვავე საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას, გადავუწყვიტოთ ან მივცეთ ზუსტი ვადა მათი გადაწყვეტის.
 
გამორიცხულია მათთან ურთიერთობაში ტყუილი, რაც არის დამაზიანებელი. არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულად ღონისძიებებზე, რისი გატარების საშუალებაც გვაქვს. მოსახლეობასთან ურთიერთობა იქნება გულწრფელი და მთავარია მათთან კომუნიკაციის ინტენსივობის გაძლიერება“,- აღნიშნა გუბერნატორმა.
 
 დაპირება, რომ დაპირებები აღარ იქნება, ძალიან გავს მაიაკოვსკის თათბირს, რომელიც  თათბირების წინააღმდეგ არის მიმართული. 
 
შეგახსენებთ, ალექსანდრე მოწერელია მმართველი პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...