მთავარისიახლეებიპოლიტიკაგუგული მაღრაძე ამბობს, რომ სალომეს ,,როლიკები'' არ ქონდა და იმიტომ ვერ შეგრიალდა...

გუგული მაღრაძე ამბობს, რომ სალომეს ,,როლიკები” არ ქონდა და იმიტომ ვერ შეგრიალდა პრეზიდენტის რეზიდენციაში პირველივე ტურში

Published on

„რაც არსებობს საარჩევნო კამპანიის ხერხები, გამოვიყენებთ ყველა ამ ხერხებს" – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.
 
მისი თქმით,  მმართველმა გუნდმა კლასიკურ საარჩევნო კამპანიას ბევრი რამ დააკლო, რის კომპენსირებასაც ახლა შეეცდება. გუგული მაღრაძე ამბობს, რომ არსებობს საარჩევნო კამპანიის კლასიკური მეთოდი, რასაც მმართველი გუნდი მეორე ტურის წინ მიმართავს.
 
„ამას უნდა მთელი ფსიქოლოგიამ, მთელი სოციოლოგია. უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ყველა ხერხს. საუბარია იმაზე, რაც არსებობს. კლასიკა არსებობს.  არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა ხერხს და მეთოდებს, რაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებს პარტიულები.
 
ეს არის შეხვედრები, ეს არის მესიჯბოქსები, ეს არის ტელევიზიაში როლიკები, რომ გააგები(ნ)ო ადამიანებს, არ იყო ისე როგორც არის საჭირო, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატება 20 ლარი და გაუხდებათ 200 ლარი პენსია? რაც ჩვენ გავაკეთეთ გავაგებინებთ და ასევე ნათლად ავუხსნით,რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი –  ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის,“-ამბობს მაღრაძე. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...