მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს

გიორგი გახარია ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს, თუმცა მისივე განცხადებით, უწყებას ჯერ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნია. ჟურნალისტის კითხვაზე, განმეორდება, თუ არა „ძველი ბიჭების“ მობილიზება საარჩევნო უბნებზე, ის პასუხობს, რომ არ იცის რა არის ძველი ბიჭი.
 
„მე არ ვიცი რა არის "ძველი ბიჭი". შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდა, ებრძვის და გააგრძელბს. სხვა ვერც ერთ დროს ვერ დამისახელებთ, როდესაც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა უფრო ეფექტურად. რაც შეეხება სიებს და სხვა ჭორებს, ამაზეც იყო საუბარი, როგორც ჩანს სამეგრელოში შსს-ს დამატებითი მოკვლევა დასჭირდება და თუ შესაბამისი მტკიცებულები იქნება, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება, ასეთი ალბათობა არსებობს. ჯერჯერობით ვიცით სიტყვის დონეზე, თუ ეს ფაქტი დაგვიდასტურდა, გარწმუნებთ, რომ შსს უახლოეს დღეებში ამ რეგიონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საქმეს აღძრავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენიმე საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა

სიახლეები

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“-ნეთანიაჰუ

თეირანის დიქტატორები სრულ ფასს გადაიხდიან“, - ასე ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მიერ...

პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. ინფორმაცია რუსულ მედიაში...

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილოვრივი გამოცემა Ajara Times-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის...

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა – საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა - ინფორმაციას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს...