მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა" - "ევროპული საქართველო" ბიძინა...

“ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა” – “ევროპული საქართველო” ბიძინა ივანიშვილის მიმართვას ეხმაურება

Published on

ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, ბიძინა ივანიშვილის მიმართვას.
 
გიგი უგულავას თქმით, მთელი მისი გამოსვლა დაფუძნებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვაზე.
 
„მან განაცხადა, რომ არ ისაუბრებდა 9 წელზე, მაგრამ სინამდვილეში, საუბრობდა მხოლოდ წარსულზე და 9 წელზე. მათ განაცხადეს, რომ გაიგეს ხალხის წუხილი მაგრამ სინამდვილეში  კვლავ ამჯერად უკვე ხალხის ფულით აპირებს ხალხის მოსყიდვას,“-განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ხალხის მოთხოვნა არის დათუნა სარალიძის მკვლელის დასჯას.
 
მისივე თქმით, ხალხის მოთხოვნა არის ასევე ფარცხალაძის და მსგავსი არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების დასჯა. გიგი უგულავას განცხადებით, ამის ფონზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურმე მთავარი პრობლემა კოჰაბიტაცია ყოფილა.
 
„კოჰაბიტაცია ნიშნავს თანაარსებობას. 6 წელი "ქართული ოცნება" მთავარ შეცდომად მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ უფრო მეტად არ გაუსწორდნენ,“-განაცხადა გიგი უგულავამ.
 
მან მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ ძალადობის გარეშე ჩაატაროს მეორე ტური და აღიაროს დამარცხება. გიგი უგულავა ასევე ითხოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. 
 
გიგა ბოკერია კი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე უმრავლესობის წევრები შეფასებას გამოეხმაურა. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ ყოფილა გულწრფელი, როგორც ამას "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ. გიგა ბოკერიას თქმით, ის კიდევ ერთხელ შეეცადა ამომრჩევლის მოტყუებას.
 
„დამარცხებული ლიდერის გამოსვლა იყო რომელიც ახალ სიცრუეს პირდებოდა საზოგადოებას. ისევ ფოფხაძის და სხვების მსგავსად ისევ პირდებოდა არეულობას, აშინებდა რევანშით. აღარ გაუვა ეს ივანიშვილის,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
 
"ქართული ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის საგანგებო მიმართვა გაავრცელა. ექსპრემიერი ვიდეომიმართვაში კითხულობს განცხადებას, რომლის ადრესატიც ამომრჩეველია.
 
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით სამართლიანია ის პრეტენზიები რომელიც მოსახლეობას "ქართული ოცნების" მიმართ აქვს. ივანიშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ხალხის სასარგებლოდ არ იმუშავებს, ის პირველი იქნება, ვინც მის წინააღმდეგ წავა.
 
მან საკუთარი მიმართვის უმეტესი ნაწილი გრიგოლ ვაშაძის კრიტიკას დაუთმო.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...