მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ საელჩო გამოთქვამს იმედს, რომ არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირებული ხარვეზები...

აშშ საელჩო გამოთქვამს იმედს, რომ არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირებული ხარვეზები მეორე ტურში გამოსწორდება

Published on

ჩვენ ვუყურებთ არჩევნებს, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეტ რუდმა ჟურნალისტებს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
 
რუდი იმედოვნებს, რომ ხარვეზები, რომელიც არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა, მეორე ტურში გამოსწორდება.
 
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ უფლება და საშუალება დაეფიქსირებინათ თავისი ნება.
 
ჩვენი საელჩო ასევე იზიარებს იმ საკითხებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით და ვიმედოვნებთ, რომ ხარვეზები გამოსწორდება მეორე ტურში. ჩვენ ვუყურებთ არჩევნებს, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...