მთავარისიახლეებიკულტურანიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით'' „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდება

ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით” „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდება

Published on

27 ნოემბერს „სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გაიყიდება. როგორც აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნახატის სავარაუდო ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგია.
 
„ქართველი ქალი ლეჩაქით“ რუსული ნახატების სექციაში გაიყიდება, თუმცა „სოთბის“ აუქციონის ვებ-გვერდზე ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული. სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოტბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.ხელოვნებათმცოდნეების თქმით,ამის  მიუხედავად ფიროსმანის ნახატის გამოჩენა სოტბის აუქციონზე , პოზიტიურია
ხელოვნებათმცოდნეები ასევე ფიქრობენ, რომ ნამუშევრის ფიქსირებული ფასი დაბალია.
 
 

„ფიროსმანის ნახატი 1928 წელს მოსკოვში ყოფნისას ცნობილმა ავსტრიელმა მწერალმა შტეფან ცვაიგმა შეიძინა. 1942 წელს ცვაიგის გარდაცვალების შემდეგ ნახატი მისი პირველი მეუღლის ფრიდერიკე მარია ცვაიგის მფლობელობაში აღმოჩნდა, რომელმაც ის 1953 წელს მეგობარს, ჰარი ცონს აჩუქა
 
1981 წელს ცონმა „ქართველი  ქალი ლეჩაქით“ ნიუ-იორკში მდებარე ფრედონიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში არსებულ ცვაიგის მუზეუმს აჩუქა, სადაც ის ამ დრომდე ინახებოდა“, – ნათქვამია „სოთბის“ აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...