მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არა ზურაბიშვილს, არა ოცნებას"- ლალი ანთია მეორე ტურში ამომრჩევლებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ...

“არა ზურაბიშვილს, არა ოცნებას”- ლალი ანთია მეორე ტურში ამომრჩევლებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს [Video]]

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ დამფუძნებელი ლალი ანთია, მეორე ტურში ამომრჩევლებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.  მისი თქმით, ადრე ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა ახლა მმართველი პარტიის წინააღმდეგ იბრძოლებს, რადგან მათ არც ერთი დანაპირები არ შეასრულეს.ანთია ამბობს, რომ  სოფელ ოდიშის #57 საარჩევნო უბანზე, დსადაც ის დამკვირვებელი იყო, არჩევნები გააყალბეს და  კარუსელი დაატრიალეს. გაყალბებაში ანთია ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს სოსო გოგოხიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ე.წ კარუსელის მეშვეობით აღნიშნულ უბანზე მათ 50 ხმის ჩაგდება მოახერხეს. გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარე ნაირა ბახტაძე მათ ემუქრებოდა.

ლალი ანთია უახლოეს დღეებში ჟურნალისტებისთვის დისკის გადაცემას აპირებს, რომელიც მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის „ნაცონალურ მოძრაობასთან" კავშირს ამტკიცებს.

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...