მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ

ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ

Published on

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები – ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე, წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს.
 
წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ აღნიშნა, რომ არც ერთი მაღალჩინოსანი ბრალდებას არ ეთანხმება და საერთოდ ვერ ხვდებიან, რატომ დააკავეს სამართალდამცავებმა.
 
მერაბ მამულაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგან მისი მტკიცებით, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
 
„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, მას წარმოდგენა არ აქვს თუ საერთოდ რა ბრალდებას ედავება და რა საქმეზეა საუბარი. არანაირი უკანონო ქმედება მას არ ჩაუდენია და შესაბამისად, პოზიციას აფიქსირებს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
 
„წარმოდგენა არ აქვს ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯერ არ გავცნობივართ საქმის მასალებს, არ გადმოგვცემია მასალები, კონკრეტულად მტკიცებულებებზე ვერ გესაუბრებით, რა ჩანაწერებზე და რა ჩვენებებზეა საუბარი,“ – განაცხადა ადვოკატმა.
 
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია მის მოადგილესთან, გია გულორდავასთან ერთად, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დღეს დააკავა.
 
ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მისი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.
 
მაღალჩინოსნების წინაღმდეგ საქმის მთავარი მტკიცებულება ”კურიერის ”ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერია, რომლითაც დასტურდება რომ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ყოფილ მაღალჩინოსნებს 21 ათას 500 დოლარი მისცა. ქრთამის სანაცვლოდ მაღალჩინოსნები მას ზუგდიდში გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანას დაპირდნენ, თუმცა პირობა ვერ შეასრულეს, თანხა კი მიითვისეს.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....