მთავარისიახლეებიპოლიტიკატყაიის რწმუნებული მუშაობას აგრძელებს, მიმართ ზუგდიდის მერიას ამ დრომდე არანაირი ზომები...

ტყაიის რწმუნებული მუშაობას აგრძელებს, მიმართ ზუგდიდის მერიას ამ დრომდე არანაირი ზომები არ მიუღია [Video]

Published on

სოფელ  ტყაიის რწმუნებულის მიმართ ზუგდიდის მერიას ამ დრომდე არანაირი ზომები არ მიუღია. ედემ კეკუტია, რომელიც 28 ოქტომბერს ტყაიის 71- ე უბანზე  ნასვამი მივიდა და იგინებოდა, დღესაც ადგილზე რჩება და მუშაობას აგრძელებს. კეკუტიას მიერ ამომრჩეველზე ზეწოლისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით გამოთქმული გინებისა და ქმედებების ამსახველი ვიდეო ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა ტელეფონით გადაიღო. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ რამდენიმე დღის წინ „ოდიშინიუსს“ განუცხადა, რომ ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო, ნანახი არ ქონდა,მისი თქმით,  კეკუტიას ქმედებებს შიდაუდიტის სამსახური იკვლევდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა რეაგირება. თუმცა ზუგდიდის მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ და არც იმას ადასტურებენ, იკვლევს თუ არა შიდა აუდიტი საკითხს. 
 
 

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...