მთავარისიახლეებიპოლიტიკამოქალაქე თეონა ქარდავა ცენტრალურ ხელისუფლებას მაიზერ ნანავას გადაყენების მოთხოვნით მიმართავს

მოქალაქე თეონა ქარდავა ცენტრალურ ხელისუფლებას მაიზერ ნანავას გადაყენების მოთხოვნით მიმართავს [Video]

Published on

„ქაჯეთის ციხე“- ამ ტრანსპარანტით ხელში მოქალაქე თეონა ქარდავამ მერიის წინ პროტესტის ნიშნად აქცია გამართა. ის მერიას მოქალაქეების მიმართ უყურადღებობასა და მათი პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა არის არაადეკვატური და  აბუჩად იგდებს მოქალაქეებს. „მე გამოვხატე პროტესტი 2 დღის, მერიის ანგარიშზე მოვიტანე პოლიეთილენის ბრიზენტი, ეს იმიტომ, რომ ჩვენ, დევნილები სტიქიის შედეგად დავზარალდით და ვითხოვდით შენობის გადახურვას, სწორედ ნანავამ მოგვიტანა მაშინ ეს ბრიზენტი და კიდევ ამბობს, 5 % გიჟიაო. 5 კი არა ყველა გიჟები ვართ ამათ ხელში“- განაცხადა ქარდავამ. ის ცენტრალურ ხელისუფლებას მაიზერ ნანავას გადაყენების მოთხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურშიც დამარცხება გარდაუვვალია, თუ ისევ ეს ხალხი დარჩა ხელისუფლებაში. მერიაში ქარდავას ბრალდებებს არ პასუხობენ, უწყებაში განმარტებები არ გაკეთებულა.
 
 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...