მთავარისიახლეებიპოლიტიკა" კითხვები ალბათ არსებობდა და ალბათ დაკავებასაც აქვს თავის საფუძველი"- პარლამენტარი გოგა...

” კითხვები ალბათ არსებობდა და ალბათ დაკავებასაც აქვს თავის საფუძველი”- პარლამენტარი გოგა გულორდავა მამაზე

Published on

„საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე არ ვენდო, არ მაქვს"- ეს განცხადება, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გია გულორდავას შვილმა, დეპუტატმა გოგა გულორდავამ გააკეთა. გოგა გულორდავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, გამოძიებას სრულად ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა ბრალი არ აღიარა.„საფუძველი ამ წუთას, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე არ ვენდო, არ მაქვს. ეს ცნობილი ფაქტი იყო მანამდე, კითხვები ალბათ არსებობდა და ალბათ დაკავებასაც აქვს თავის საფუძველი… ეს მისი უფლებაა, ახლა, ამ ბრალს აღიარებს თუ არა. დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ სასამართლოსაც და საბოლოოდ, სასამართლო დაადგენს მის ბრალეულობასაც, არა ბრალეულობასაც,“ – განაცხადა გოგა გულორდავამ.ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მათი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...