მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქის წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავის...

დღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქის წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავის ძალა – გრიგოლ ვაშაძე ეხნმაურება კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება

Published on

პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ, ამის შესახებ ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.
 
 
.გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მარიხუანა ექსპორტისა და კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება საზოგადოების გამარჯვებაა.
 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეს იყო მაგალითი, თუ რა შეუძლია საზოგადოებას თუკი ის გაერთიანდება.
 
გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებას ახსენებს, რომ მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტი პირადად ბიძინა ივანიშვილი დაკვეთა იყო და თუ მმართველი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის სავარძელს ხელში ჩაიგდებს ეს კანონპროექტი უკან დაბრუნდება.
 
„დღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქის წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავის ძალა და ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის, სამოქალაქო საზოგადოებისა და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება.
 
„თუ მათ პრეზიდენტის პოსტი ჩაიგდეს ხელში იმ წამში დააბრუნებენ ამ კანონპროექტს. რადგან ოლიგარქი არ იტყვის უარს, როგორც ის თავად ამბობდა 500% მოგებაზე,“-ამბობს ვაშაძე.
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...