მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები'' - შს მინისტრი გიორგი გახარია

,,ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები” – შს მინისტრი გიორგი გახარია

Published on

თავდასხმა ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბზე – შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ბრალი ორივე მხარეს წარედგინება.
 
გახარიას განცხადებით, გამოკითხვის პროცესი გარკვეულწილად გაიწელა, რადგან ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულები პირველ ეტაპზე, გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.
 
„გამოძიება მიმდინარეობს, იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო, დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა. უბრალოდ, ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები,“ – განაცხადა გახარიამ.
 
ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის დროს დაზარალებულების გამოკითხვა უკვე დასრულებულია. დაშავებულებმა გამომძიებლებს ჩვენება ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მისცეს, სადაც უკვე მესამე დღეა, მკურნალობენ.
 
ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 4 პირი დაშავდა.  შტაბის წევრების მტკიცებით, მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
 
მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი პირიქით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ადანაშაულებენ პროვოკაციის მოწყობაში.
 

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...