მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა გუშინ კონკრეტული დავალება გასცა. ყველა დეპუტატი ვალდებულია ქუჩა-ქუჩა იაროს და...

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კონკრეტული დავალება გასცა. ყველა დეპუტატი ვალდებულია ქუჩა-ქუჩა იაროს და ხალხს მოუსმინოს

Published on

"ართული ოცნება" საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.  სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.  გუშინ მან კონკრეტული დავალება გასცა. ყველა დეპუტატი ვალდებულია ქუჩა-ქუჩა იაროს და ხალხს მოუსმინოს. 
 

. მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ორი შტაბი შექმნა. ქვეყნის მასშტაბით შექმნილ შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის შტაბს კი კახი კალაძე.

"ქართული ოცნების" ოფისში გვიან ღამით დასრულდა კახი კალაძის შეხვედრა საკრებულოს წევრებთან და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან .
 
მანამდე კი კახი კალაძემ რამდენიმე შეხვედრა თბილისის რეგიონული ორგანიზაციის წევრებთან გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა  მეორე ტურისთვის არჩეულ სტრატეგიას ეხებოდა.
 
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატს გასცდა.
 
„ეს არის ახალი ტალღა სრულიად, ეს არის ბრძოლა ევროპულ მომავალსა და რუსულ მომავალს შორის, ეხედავთ ამ განწყობას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“-ამბობს ჟორჟოლიანი.
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...