მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ვალებში ჩავარდა - 1 897 309 ლარი აქვს გადასახდელი....

სალომე ზურაბიშვილი ვალებში ჩავარდა – 1 897 309 ლარი აქვს გადასახდელი. აბა ოლიგარქის ,,ქართუ” ისე რას მისცემდა და მომღერლებიც რატომ უმღერებდნენ უფასოდ

Published on

ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1 897 309 ლარის ვალი აქვს.
 
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
 
დეკლარაციის თანახმად, რომელიც 17-28 ოქტომბრის პერიოდს ასახავს, აღნიშნულია, რომ „ბანკი ქართუს“ გარდა, ზურაბიშვილს იმ მომღერლების ვალი აქვს, რომლებმაც სპორტის სასახლეში საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე იმღერეს.
 
ამავე დოკუმენტის თანახმად, მომღერლების ჰონორარი 142,90 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს.
 
რაც შეეხება ღონისძიების რეჟისორს, ბაკურ ბაკურაძეს, რომელმაც მუსიკალური პროგრამის რეჟისურა გააკეთა, ზურაბიშვილისგან 1000 ლარი ეკუთვნის.
 
გარდა ამისა, ზურაბიშვილს „ალფა სტუდიოსთვის“ 113 175 ლარი აქვს გადასახდელი.
 
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, სალომე ზურაბიშვილმა საიმიჯო კლიპის დამზადება ორ კომპანიას დაუკვეთა, რომელთაც ჯამში 73 335 ლარი უნდა გადაუხადოს. შპს „ლიმონს“ – 33335 ლარი, ხოლო შპს „აისბრეიქერს“ – 40 000 ლარი.
 
გარდა ამისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიებაზე ფოიერვერკის გაშვებისთვის ზურაბიშვილმა შპს „შოუმენს“ 2700 ლარი უნდა გადაუხადოს.
 
ამრიგად, დადასტურდა მედიასა და  სოციალურ ქსელებში სამი დღის წინ გაჟონილი ინფორმაცია იმის სესახებ, რომ  სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს  ,,ქართუს''  ვალის გადასახდელი თანხა დაუსვან ანგარიშზე  
 
,,სალომემ უკვე გამოავლინა ნებიერა ხასიათი.კახი კალაძის ბრიფინგის მერე ძალიან გაბრაზებულა – პარტიამ ჩემზე არ იმუშავა,მოღალატეებით სავსე გყავთ პარტია,არანაირი გარანტია არა მაქვს რომ არჩევნებს არ წავაგებ, ამიტომ"ქართუ" ბანკის ვალის გასასტუმრებლად ერთი მილიონი შემოწირულობა ანგარიშზე დამიდეთ,სხვა ხარჯების თანხაც ასევე,თორემ საერთოდ მოვხსნი კანდიდატურას მეორე ტურშიო.
 
ლაპარაკია   1 მილიონ ლარზე, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან'' 15%-იანი სესხის სახით  მისცა ივანიშვილმა  ანუ სალომეს მინიმუმ 1მილიონ 150 ათასი ლარი აქვს გადასახდელი და თუ მეორე ტურში არაფერი გამოუვიდა,   ივანიშვილი ადრე თუ გვიან ბოლო თეთრამდე ამოიღებს მისგან ამ ფულს.
 
ბუნებრივია  სალომე ზურაბიშვილი ახლა ცდილობს თავი დააღწიოს ამ ვალს, თორემ, უკვე გაქცეული იქნებოდა პარიზში, რადგან იცის, რომ მეორე ტურში გამარჯვების შანსი არა აქვს – წერდა  ქრონიკა+ – ის რედაქტორი ელისო კილაძე თავის წყაროებზე დაყრდნობით. 

 
 
 
 
 

სიახლეები

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...