ივანიშვილის ,,მძიმე არტილერია” დაიჟანგა და ვაი-ვუის მიეცა

0
917
,,ქართული ოცნების''  დაისს შეშფოთებით ეხმაურებიან  ოლიგარქის კარზე მობუქნარი მოცეკვავეები და   მსახიობები და მიზეზს ყველაფერში ეძებენ მათი ფავორიტი ხელისფლების  პოლიტიკური და ეკონომიკური კრახის გარდა., დაწყებული საარჩევნო მენეჯმენტის სისუსტით, დამთავრებული ხალხში განათლების დეფიციტით დამთავრებული. 
 
ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი  არჩევნების პირველი ტურის ამ შედეგით დასრულებაში მთავარ ფაქტორს  ხალხის განათლების დეფიციტში ხედავს.  
 
 
"ამ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ვაი და ვუი იქნება!"
ახალაიებმა მენტალური ტრანსფორმაცია განიცადეს, ორი გვამის ზმანებებით ციხეში გაწამებული მერაბიშვილი მონანიებისთვის ემზადება…ვხედავ.
პოლიტიკაზე არ მსურს ლაპარაკი, მაგრამ აქ პოლიტიკა კი არა ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება და ამაშია საქმე! რა მოხდა, ვერ ვიგებ, ასე სწრაფად დაგვავიწყდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულები?! 
 
 
 
ზურა ყიფშიძე, მსახიობი:
– მეორე ტური გაიმართება, ჯერ არაფერი დასრულებულა და ვერაფერს ვიტყვით! პირველი ტური რა შედეგითაც დასრულდა, ამას გარკვეულწილად ველოდი, რადგან არასწორად წარიმართა წინასაარჩევნოდ ყველაფერი… ავიღოთ თუნდაც – კანაფის კულტივაციაზე ლაპარაკი, კანონ-პროექტის მომზადება, რა შუაში იყო, რაში სჭირდებოდათ ეს, ვერაფრით გავიგე! მეორე ტურში გასამარჯვებლად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყება, ძალიან რთული იქნება ეს ბრძოლა ხელისუფლებისთვის! ხომ ვიცით, რომ სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობია! ამ ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა ხალხის დიდი ნდობა და პროცესების არასწორად წარმართვამ გამოიწვია ის, რაც მოხდა! არადა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით არ შეიძლება და წარმოდგენაც არ მინდა, რა საშინელება შეიძლება დაატრიალონ…
 
იქნებ ამიტომაც დააბრუნა ამასწინათ  ზურაბ ყიფშიძემ მაღაზიიდან წაღებული  ორი ბლოკი სიგარეტი, ვინძლო მეორე ტურის შემდეგ ოლიგარქი და მასთან ის  პენსიაც აორთქლდეს, რომლითაც მარავალი წელია სარგებლობს და თავს ასარგებლებინებს მას – სამწუხაროდ, ძალიან  ნიჭიერი მსხიობი , მაგრამ უღირსი მოქალაქე   
წინა სტატია,,გედაცი! ქორდაცუნქ!” ანუ ,,თავის თავი თვითონ გაილახა” პირველი ტურისთვის და მოგონილი რიხი და დაყენებული ხმები მეორე ტურისთვის ,,ქართულ ოცნებაში”
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: გუნდი, რომლისთვისაც „პატრიოტთა ალიანსის” და “ქართული მარშის” მსგავსი ჯგუფები მისაღები არიან, თვითიდენტიფიკაციას ახდენს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური