მთავარისიახლეებისაზოგადოებაძლიერი ხანძარი რუსთავში - ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ ბაზარს ცეცხლი...

ძლიერი ხანძარი რუსთავში – ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ ბაზარს ცეცხლი მოეკიდა

Published on

ძლიერი ხანძარი იყო გვიან ღამით რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე. ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. მოვაჭრეების ვერსიით, ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს. კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით კი ბაზრის ტერიტორიაზე მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რამაც ცეცხლი გააჩინა. დაზიანება არავის მიუღია, მაგრამ საავადმყოფოში გადაიყვანეს სავაჭრო ობიექტის დაცვის წარმომადგენელი, რომელსაც რთული ემოციური ფონი აღენიშნებოდა.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...