მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაგიკული შემთხვევა ქედაში - კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა ქედაში – კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

Published on

ტრაგიკული შემთხვევა აჭარაში – ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში ქვის კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მცირეწლოვანი კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტის დაშორებით მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით პატარას კარიერის დამუშავებისას ქვა მოხვდა.
 
„შემოვარდა სახლში ქვები, ჩემი გოგო და შვილიშვილი კიდევ სახლში მყავს, ამათმა გრძნობა დაკარგეს, გაითიშნენ. ჩემს ქმარს დავურეკე, რა მოხდა, სახლში ქვები შემოვარდა და ბავშვები ცუდად მყავს მეთქი, მაგას ჩივიხარო? გეგა აღარ გვყავსო. გავიქეცი სახლიდან,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველმა ნაზიკო მიქელაძემ. 
 
ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე მუშაობს. მომხდარის შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი თურქული კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
 
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები. ქედის მერიაში ვერ აკონკრეტებენ რომელი კომპანია ახორციელებდა ქვის კარიერის სამუშაოებს, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ვერც იმას აცხადებენ ჰქონდა თუ არა მას სამუშაო ლიცენზია.
 
„კრიმინალისტები მუშაობენ ადგილზე და ალბათ დაზუსტდება რის გამო იყო. ჩვენ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ გვაქვს უსაფრთხოების ზომების დარღვევა იყო თუ აფეთქების მუხტიდან გამომდინარე იყო. ამაზე  მუშაობს საგამოძიებო სამსახურები. მე ადგილზე არ დამხვედრია კომპანიის წარმომადგენლობა აქ. ჩემი ინფორმაციით ახალი შემოსული კომპანიაა,“-განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....