მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა ''- შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს ვადამდელი...

,,შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა ”- შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს

Published on

„შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა,“-ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს.
 
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
 
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის პროცესი დაიწყო და ახლა ის ბოლომდე უნდა მიიყვანოს საზოგადოებამ.
 
„დღეს არ არის იმის დრო ვიწუწუნოთ იმაზე ვინ რომელ ადგილზე მოხვდა. მთავარი ისტორიული პრეცედენტი დაიწყო. ხალხი თვითონ შეუდგა ივანიშვილის კორუმპირებული ძირგამომპალი ნარკორეჟიმის შეცვლას. მთავარია ახლა ეს პროცესი გაგრძელდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით და ეროვნული  თანხმობის ერთიანი მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნით და ეს იქნება უვე ნამდვილი გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილი.
 
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...