მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ფოთში მომოქალაქეებს ემუქრებიან , რომ თუ სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ ხმას, ...

,,ფოთში მომოქალაქეებს ემუქრებიან , რომ თუ სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ ხმას, სამსახურიდან გაათავისუფლებენ” – დარეჯან ცხვიტარია საკრებულოსგან მოითხოვს მისცენ ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება

Published on

ფოთის საკრებულოში ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ ხელისუფლება ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდეგაც, საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებენ და მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
 
ოპოზიციამ დღეს სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა.
 
„არჩევნები გაყალბებით მიმდინარეობდა. ქართველმა ხალხმა მაინც აჯობა ამ ცრუ, ოლიგარქიულ მმართველობას და ხმა მისცა იმას, ვინც საქართველოს წაიყვანს წინ. საქმეც იმაშია, რომ მიდიან მოქალაქეებთან და ეუბნებიან, რომ თუ არ მისცემენ ხმას ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ზეწოლის გარეშე მისცენ ხალხს საშუალება, გააკეთონ თავისუფალი არჩევანი,"-განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ უპასუხა.
 
„სწორედ ის ძალა მოდის, თუ გამოუშვა ხალხმა, რომელმაც უსაფუძვლო ბრალდებებით 40 ათასი ხალხი ჩასვა ციხეში. საკრებულოს წევრს სრული უფლება ჰქონდა თავის უბანში გაეწია აგიტაცია. ახლა ესენი აშინებენ ხალხს, აი მოვა მიშა და დაგიჭერთ კიდევ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქი სწორ არჩევანს გააკეთებს ,"-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...