მთავარისიახლეებიპოლიტიკაგოჩა ფიფია არაყს აღარ ჩამოასხამს და ხელისუფლების მხარდამჭერ სააგიტაციო სამუშაოებზე გადადის

გოჩა ფიფია არაყს აღარ ჩამოასხამს და ხელისუფლების მხარდამჭერ სააგიტაციო სამუშაოებზე გადადის

Published on

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზეარისი” მუსაობას წყვეტს და არჩევნების მეორე ტურისთვის რეგიონებში გასვლას, საზოგადოებასთან შეხვედრას გეგმავს.
 
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და თანამშრომლებმა სპეციალური ბრიფინგზე განაცხადეს, მათი მთავარი მიზანი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა არ გაიმარჯვოს არჩევნებში.
 
„ჩვენს კომპანიაში 100-მდე თანამშრომელი მუშაობს. ბევრი მათგანი ჩამოსულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შევთანხმდით, რომ სიჩუმე და უმოქმედობა ჩვენი მხრიდან დანაშაულის ტოლფასი იქნება. დროებით დავკეტავთ ჩვენს ოფისებს. იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები. დანარჩენები კი, გავიშლებით თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ვაწარმოებთ ახსნა-განმარტებით სამუშაოებსაც, რათა განვუმარტოთ ადამიანებს განსხვავებები დანაშაულსა და შეცდომას, ბოროტებასა და სიკეთეს, ნაცისტურ აზროვნებასა და დაუდევრობას, გამოუცდელობას შორის. მშვიდობასა და არასტაბილურობას შორის, თავისუფლებასა და მოჩვენებით თავისუფლებას, სინამდვილეში კი ავტორიტარიზმს შორის, განზრახ მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობას შორის, საბოტაჟსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის.
 
სამ დღეში ყველა ჩვენგანი ჩვენივე სახსრებით გავწევთ ამ სამუშაოებს, რათა არასდროს განმეორდეს საქართველოში ნაციზმი და რეჟიმი, რომელიც მოურიდებლად შეიძლება ითქვას ქართველ ხალხს ფიზიკურ განადგურებასაც კი უქადის“,-განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ფიფიამ.
კომპანიის დამფუძნებელმა ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი, მათ შორის კომპანიის თანამშრომლები ორი წლის განმავლობაში მთელი გულისყურით დააკვირდებიან და ზედამხედველობას განახორციელებენ მათ საქმიანობაზე.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...