მთავარისიახლეებისამართალიზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა და აცხადებს, რომ რუსთაველზე შვილმოკლული მამების აქცია...

ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა და აცხადებს, რომ რუსთაველზე შვილმოკლული მამების აქცია გაგრძელდება

Published on

, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა.
 
საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველზე შვილმოკლული მამების აქცია გაგრძელდება.
 
ზუსტად როდის გაიმართება სასამართლო უცნობია, თუმცა მის საქმეს ზედამხედველობას უწევს არა მთავარი პროკურატურა, არამედ ქვემო ქართლის პროკურატურა. უწყებაში აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მკვლელობის საქმეს იძიებენ და არ უნდათ რომ საზოგადოებას კითხვები დარჩეს. 
 
სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ბრძოლას შვილის მკვლელების დასასჯელად გააგრძელებს.
 
„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ჯანმრთელობა როგორ და რა დოზითაც გამიშვეს, იმ დოზით ვიქნები რუსთაველზე. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის რა თქმა უნდა, რომ რუსთავის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელი კუთხის პროკურატურა იქნება, პროკურატურა ჩემთვის პროკურატურა არის. დამთავრებულია აქ ყველაფერი, პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი გამოიძიებს თუ ჩხოროწყუ,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ. 
 
ზაზა სარალიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული არ არის და სასამართლომდე თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...