მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო არჩევნები - ოპოზიცია ცესკოს მონაცემების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს

საპრეზიდენტო არჩევნები – ოპოზიცია ცესკოს მონაცემების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს

Published on

ოპოზიცია ცესკოს საბოლოო მონაცემების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს და არჩევნების რეალური შედეგების გამოქვეყნებას ითხოვს.
 
გაერთიანებული ოპოზიციის პარალელური დათვლის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავებულია.
 
ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ოქმების დაჯამების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძე გავიდა, თუმცა საპირისპირო ჩანს ცესკოს მონაცემებში.
 
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს გარკვეული მანიპულაციებით, რაღაცით დაეხმაროს სახელისუფლებო კანდიდატს, თუმცა ყველა შედეგი, მათ შორის პარალელური დათვლის შედეგები, ეგზიტპოლები, არასამთავრობოების მიერ გამოქვეყნებული შედეგები, ყველა ამ შედეგის მიხედვით, პირველ ტურში გამარჯვებულია გრიგოლ ვაშაძე. ასე, რომ ნუ ჰგონია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ამ მანიპულაციებით დატოვებს იმ შედეგს, რაც ახლა არის,“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
 
საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე დაფიქრებას ურჩევს ხელისუფლებას, „ევროპული საქართველო.
 
ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მიღებული შედეგის ანალიზს აკეთებს. ირაკლი სესიაშვილის თქმით, დღეს მოქმედების დროა და მოქალაქეები პრობლემების გადაჭრის გზებს  უახლოეს პერიოდში დაინახავენ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...