მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ორდღიანი დუმილის შემდეგ: „ამ საღამოს, 20:00 საათზე განცხადებას გავაკეთებ...

სალომე ზურაბიშვილი ორდღიანი დუმილის შემდეგ: „ამ საღამოს, 20:00 საათზე განცხადებას გავაკეთებ პირდაპირ ეთერში”

Published on

 
მცირე ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა,  რომ  „ამ საღამოს, 20:00 საათზე, აპირებს განცხადების გაკეთებას პირდაპირ ეთერში“
 
აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება იქნება. მას სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით ამ დრომდე  მადლობაც კი არ გადაუხდია მხარდამჭერებისთვის და, მით უფრო, არანაირიკომენტარი არ გაუკეთებია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. 
 
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,74 % მიიღო. აღნიშნული მონაცემების შედეგად, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო.
 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...