მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა წოწერია: "მოვუწოდებ ტყაიის რწმუნებულს, თუ ეს მართლა მისი ნამოქმედარია, ბოდიში მოიხადოს"...

მამუკა წოწერია: “მოვუწოდებ ტყაიის რწმუნებულს, თუ ეს მართლა მისი ნამოქმედარია, ბოდიში მოიხადოს” [Video]

Published on

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ კომენტარი გააკეთა ტყაიის რწმუნებულთან დაკავშირებით, მისი თქმით, საკითხს შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება პასუხის გაცემა ედემ კეკუტიას არაეთიკურ ქმედებებზე არჩევნების დღეს უბანში."მე ვუხდი საზოგადოებას ბოდიშს, თუ ეს მართლა მოხდა, კადრები არ მინახავს, მაგრამ ვურჩევ კეკუტიას ბოდიში მოუხადოს ამომრჩეველს"- განაცხადა წოწერიამ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ტყაიაში არჩევნების დღეს სოფლის რწმუნებულის ქმედებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზომები არ მიუღია. საუბარია ტყაიის 71- ე უბანზე სოფლის გამგებლის ქმედებაზე, რომელიც 28 ოქტომბერს უბანზე ნასვამი მივიდა და იგინებოდა. ედემ კეკუტიას მიერ ამომრჩეველზე ზეწოლისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით გამოთქმული გინებისა და ქმედებების ამსახველი ვიდეო ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა ტელეფონით გადაიღო და სააგენტოებს გადასცა. 

 

 

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...