მთავარისიახლეებიპოლიტიკაადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, კერძო მედიასაშუალებების მკვეთრი პოლარიზება, ნეგატიური აგიტაცია და უხეში...

ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, კერძო მედიასაშუალებების მკვეთრი პოლარიზება, ნეგატიური აგიტაცია და უხეში რიტორიკა- ევროკავშირი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს

Published on

მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში და კენჭისყრის დღესაც დაფიქსირდა რამდენიმე ხარვეზი, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, კერძო მედიასაშუალებების მკვეთრი პოლარიზება, ნეგატიური აგიტაცია და უხეში რიტორიკა, – ამის შესახებ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში პრესმდივნის მაია კოჩიანჩიჩის განცხადებაშია ნათქვამი.„28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა.
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, არჩევნები „კონკურენტული და პროფესიონალურად ჩატარებული“ იყო, საქართველოს მოსახლეობას კი საკუთარი არჩევანის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში და კენჭისყრის დღესაც დაფიქსირდა რამდენიმე ხარვეზი, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, კერძო მედიასაშუალებების მკვეთრი პოლარიზება, ნეგატიური აგიტაცია და უხეში რიტორიკა. ეს ხარვეზები OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების საფუძველზე უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნულია განცხადებაში.მათივე განცხადებით, მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, მათ შორის მეორე ტურის დროს მაღალი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ უნდა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ და წარმატებულ საქართველოს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ როლს შეასრულებს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის წინ წასაწევად და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად“, – ნათქვამია მაია კოჩიანჩიჩის განცხადებაში.

სიახლეები

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს… – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა...

ივანიშვილის სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა...

აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად – მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე აქციას შეუერთდა

"47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები...

ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა"და ,,ნეტგაზეთის"დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთზე მსჯელობა იწყება. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული....