მთავარისიახლეებიპოლიტიკა2 დღიანი დუმილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეახვედრეს

2 დღიანი დუმილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეახვედრეს

Published on

 
„კურიერის“ ინფორმაციით, 2 დღიანი დუმილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს შეახვედრეს და ერთობლივ სამოქმედო გეგმაზეც შეთანხმდნენ.
 
დაუდასტურებული ინფორმაციით, ივანიშვილისა და ზურაბიშვილის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა.
 
 როგორც ჩანს, პარტიაში შეშფოთებული არიან მედიაში გაჟონილი  ინფორმაციით , რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნას.
უცეცხლოდ რომ კვამლი არ ჩანს, დასტურდება ეკა ბესლიას განცხადებითაც: 
 
სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ.  განაცხადა დღეს დილით ეკა ბესელიამ., რომელსაც  ,,სამეფო კარმა'' როგორც ჩანს კრავაი ჯაყელის და ხვაშაქ ცოქალის ფუნქცია დააკისრა. 
როგირც ჩანს წუხელ საუბარი  განაწყენებული სალომე ზურაბიშვილის გულის მობრუნებას და ივანიშვილთან დღევანდელი სავარაუდო შეხვედრის დაგეგმვას ემსახურებოდა. 
 
ამ მომენტისათვის კურიერის ცნობით,  „ქართული ოცნების“ ოფისში კინოლოგები მუშაობე –  საგანგებო და გადამწყვეტი კონსულტაციების წინ მმართველი პარტიის მთავარ ოფისში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია და ოფისი მოწმდება.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...