მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩუკი ქარდავა: „ქართულმა ოცნებამ" და სალომე ზურაბიშვილმა პირწმინდად წააგო ზუგდიდში

ბაჩუკი ქარდავა: „ქართულმა ოცნებამ” და სალომე ზურაბიშვილმა პირწმინდად წააგო ზუგდიდში

Published on

ერთ-ერთი რეგიონი, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმარჯვა, სამეგრელოა. 107 უბნიდან თითქმის ყველგან  გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მას გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მისივე თქმით ხელისუფლებამ მიიღო პასუხი მოსახლეობისგან ყველა იმ უკანონობის გამო, რასაც ჩადიოდა ბოლო 6 წელი.
 
„ქართულმა ოცნებამ" და სალომე ზურაბიშვილმა პირწმინდად წააგო. განსაკუთრებულად ეს მოხდა ზუგდიდში და საინტერესოა, რომ 2017 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ ზუსტად იგივე ანუ შეტრიალდა. რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ხმები შარშან, ის მიიღო ამ შემთხვევაში გაერთიანებულმა  ოპოზიციამ. ეს არის გუნდა, რომელიც უკვე დაგორებულია და ზვავად ყალიბდება.
 
"ქართული ოცნება" უნდა მიხვდეს ერთ რამეს რომ მმართველობა მათი ამოწურულია. მათ ხალხმა გასაგებად უთხრა, რომ ისინი უნდა ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ცვლილებების დროა,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავა

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...