მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების შედეგებით უკმაყოფილო "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბი დამარცხებას აღიარებს

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო “ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბი დამარცხებას აღიარებს

Published on

„ქართული ოცნების“  ზუგდიდის შტაბში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო არიან. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განუცხადა, მისი თქმით, ამ შდეგებით ქართველმა ხალხმა გზავნილი გაუგზავნა ხელისუფლებას , რომელსაც დეპუტატის თქმით, სწორად შეაფასებენ და გააანალიზებენ. „ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ  რომ არჩევნებმა მაღალი ევროპული სტანდარტით თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც უდაოდ უნდა მივიჩნიოთ ქართული ოცნების ხელისუფლების დამსახურებად. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ არჩევნების შედეგებით კმაყოფილი. ამ შედეგების ანალიზი საფუძვლიანად გაკეთდება. ამ შედეგებით  იკვეთება, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენ გამოგვიგზავნა გზავნილი. რომელსაც ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ,“-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
სამეგრელოს 107 უბნიდან თითქმის ყველგან გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...