მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის რამდენიმე უბანზე აგიტაციას ეწეოდნენ კოორდინატორები, რომელთაც ეცვათ მაისურები...

ზუგდიდის რამდენიმე უბანზე აგიტაციას ეწეოდნენ კოორდინატორები, რომელთაც ეცვათ მაისურები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი სიმბოლიკით

Published on

ენმ-ის ინფორმაციით, ზუგდიდში, რიყის 63-ე და 99-ე, ასევე ჭითაწყარის 76-ე უბნებზე უბნის კოორდინატორები იყვნენ და ეწეოდნენ აგიტაციას, მთ ეცვათ მაისურები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი სიმბოლიკით,  რაც დარღვევაა.
 
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ანა წითლიძის განცხადებით, ამას გარდა, ამ უბნების ერთადერთ შესასვლელ ჭიშკრებთან მათ დილით გაკრული დახვდათ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო პლაკატი. ეს პლაკატები მათ უკვე ჩამოხიეს.
 
„პლაკატები იყო გაკრული და ჩამოვხსენით. ყველგან სადაც მასიურად არის, ჩამოხევთ, რადგან არ აქვთ ამის უფლება. ეს არის ერთადერთი შესასვლელი ჭიშკრები უბნებზე. ჩვენი წარმომადგენლები უკვე წერენ საჩივარს უბანზე. ოლქში აგიტაციაზე უკვე დაიწერა. ესენი უბნის კოორდინატორები არიან, არაუფლებამოსილი პირები“, – განაცხადა ანა წითლიძემ
 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...