მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მე-19 საარჩევნო უბანთან „ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალება არ მისცეს...

ზუგდიდის მე-19 საარჩევნო უბანთან „ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [Video]

Published on

ზუგდიდის მე-19 საარჩევნო უბანთან მისულ „ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სავარაუდო ე.წ. სიების გადამოწმება ხდებოდა, უბანთან რამდენიმე მანქანაა მობილიზებული, რომლებშიც საჯარო მოხელეები სხედან და ხელში აქვთ სიები. კითხვაზე, თუ ვის დავალებას ასრულებდა ქალბატონი, რომელმაც კამერის დანახვისთანავე ფურცელი, რომელზეც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სია იყო დაწერილი, დამალა, მისი პასუხი იყო, რომ არავის დავალებას არ ასრულებს და აქ მხოლოდ შვილს ელოიდება, რადგან „დაიგვიანა“. გადამღები ჯჯგუფის გამოჩენამ გაღიზიანება გამოიწვია მმართველი გუნდის წევრებში, რასაც მოყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალიტისადმი. მამაკაცი, რომელსაც ბეიჯი არ ეკეთა, კატეგორიულად მოითხოვდა ჟურნალისტებს დაეტოვებინათ ტერიტორია უბნის გარეთ. დაჟინებულ კითხვაზე, თუ რატომ ერეოდა ჟურნალისტების საქმიანობაში ადამიანი, რომელმაც დაკუჭული ბეიჯი ჯიბიდან ამოიღო, საბოლოოდ გაიქცა და კამერებს დაემალა.
 
 

 

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...