მთავარისიახლეებისამართალიზაზა სარალიძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ არ ჩათვალა საჭიროდ მისთვის პატიმრობის შეფარდება

ზაზა სარალიძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ არ ჩათვალა საჭიროდ მისთვის პატიმრობის შეფარდება

Published on

ზაზა სარალიძეს პროკურატურამ პატიმრობა გაუუქმა. აღვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. თავად ზაზა სარალიძე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
 
სარალიძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ არ ჩათვალა  მისთვის პატიმრობის შეფარდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ნესტან ლონდარიძე ზაზა სარალიძის მიმართ წაყენებულ ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება, რომელშიც საუბარია, რომ ზაზა სარალიძემ ბლაგვი საგანი ჩაარტყა პოლიციელს თავში. ნესტან ლონდარიძის განმარტებით, ამ ინციდენტის ამსახველ შენელებულ კადრებში, რომელიც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერითაც გავრცელდა, ჩანს რომ ბლაგვი საგანი პოლიციელს თავში არ ხვდება.
 
„დღეს, ზაზა სარალიძეს წარედგინა ბრალდება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეეხება საპატიმრო ღონისძიებას, გაუქმებულია, აღარ არის საჭირო საპატიმრო ღონისძიების გაგრძელება. დღეს მიმართავენ სასამართლოს, სავარაუდოდ ხვალ ველოდებით რომ იქნება აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გირაოთი აპირებენ მიმართონ, თუმცა დანამდვილებით ეს დეტალური ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. დღეს მე გადმომეცა საქმის მასალები, დღის განმავლობაში მე შევეცდები, რომ ამ მასალებს გავეცნო საფუძვლიანად და შემდეგ უკვე გვექნება ჩვენი პოზიცია აღკვეთ ღონისძიებაზე,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...