მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: საარჩევნო უბნებიდან ჩვენი კომისიის წევრების გაძევებას ცდილობენ, რათა...

ზაალ უდუმაშვილი: საარჩევნო უბნებიდან ჩვენი კომისიის წევრების გაძევებას ცდილობენ, რათა იქ შემდეგ კარუსელები დაატრიალონ

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
 
საქმე ე.წ. საარჩევნო კარუსელებს ეხება. საარჩევნო პროცესში მომხდარ დარღვევებზე ჟურნალისტებს ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა წარუდგინა. მან ბოლო 6 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით აღრიცხულ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანზე რეაგირება უნდა მოხდეს.
 
"თბილისის 87-ე უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტთან ერთად გარეთ გაიტანა. კომისიის წევრებმა ეს შენიშნეს, ამის შემდეგ მოქალაქე გაიქცა უბნიდან საერთოდ. 112-ე უბანზე, გადასატან საარჩევნო ყუთს გაატანეს 5 ბიულეტენი, ხოლო უკან დაბრუნდა 4 ბიულეტენი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" ამ უბანზე კარუსელის დატრიალებას გეგმავს. ძაან საინტერესო ფაქტია, ქუთაისის. ქუთაისის 103-ე უბანზე რეგისტრატორთან მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე შემოხაზული ბიულეტენი ჰქონდა, თან ამის ვიდეომასალა გაგვაჩნია ჩვენ. დიდუბის 28-ე უბანზე დაიკარგა 50 ბიულეტენი, ამ ფაქტზე ჩვენი წარმომადგენელი საჩივრის დაწერის გამო, კომისიის თავმჯდომარემ გარეთ გამოაგდო საერთოდ. ამ უბანზე არის მაღალი რისკის კარუსელი. ზოგადად არაერთი ფაქტი დაფიქსირდა უკვე თბილისში, სადაც ჩვენი კომისიის წევრებს გაძევებას ცდილობენ საარჩევნო უბნებიდან, რათა იქ შემდეგ კარუსელები დაატრიალონ. ჩვენ ვაფრთხილებთ, ყველა კომისიის თავმჯდომარეს, რომ ვინც ასეთ ფაქტებში იქნება შემჩნეული მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება აუცილებლად. წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრს, ხელი დაარტყეს და ფიზიკურად შეეხნენ მას და ეს გააკეთა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა და ასევე უცხოეთში ამ დრომდე არ არის, შვეიცარიაში გახსნილი უბანი, საკონსულო არ უხსნის უბანს, ამომრჩევლებს. ეს არის ის ფაქტები, რომლებიც ამ ბოლო 6 საათის განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვადევნებთ თვალს არჩევნებს,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...