სალომე ზურაბიშვილის,,ფრთხილი ბედნიერება” და გრიგოლ ვაშაძის მყარი რწმენა

0
356
"მე ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი…" –  სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტური აღარ იქნება, თუმცა ამბობს, რომ ცესკოს პირველად შედეგებს დაელოდება.
 
სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების გამოცხადების შემდეგ მადლობას უხდის.
 
„მინდა პირველ რიგში ამომრჩევლებს ძალიან დიდი მადლობა გავუხადო, მაგრამ მაინც ის ვთქვა, თუმცა ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინა პირობა, ეს მაინც არ არის ჯერ ცესკოს მიერ წინა გამოცხადებული შეჯერებული შედეგები ამიტომ, დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება ცესკოს პირველი მონაცემები.
 
მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი მაგრამ ფრთხილად ბედნიერი, ჯერ ჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკოს პირველად შედეგებს“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
 
მიუხედავად ამისა „ქართული ოცნების“ შტაბში გამარჯვებას ზეიმობენ. მმართველი პარტიის შიდა კვლევით სალომე ზურაბიშვილმა წინასწარი მონაცემებით 52% -ზე მეტი მოაგროვა. 
 
 
დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ“ – ამის შესახებ განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაკეთა.
 
საპრეზიდენტო კანდიდატი, Edison Research-ის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტური იმართება. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.
 
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სამი თვე გარწმუნებდით, რომ ამის შემდეგ რაც მოვისმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით… „ქართული ოცნება უნდა დარწმუნდეს და დაიჯეროს, რომ მათ საათზე 12-ს აკლია ერთი წუთი,“- აღნიშნა ვაშაძემ.
 
გრიგოლ ვაშაძემ "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
წინა სტატიადავით ბაქრაძის ღირსეული განცხადება: მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერ.
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი”: ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ევალება ამომრჩევლის ხმის ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმში, დაიცვას კანონი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური