მთავარისიახლეებიპოლიტიკარას გეგმავს ხელისუფლება თბილისსა და სამეგრელოში? რა ესაქმება სპეციალური დანიშნულების რაზმებსა და...

რას გეგმავს ხელისუფლება თბილისსა და სამეგრელოში? რა ესაქმება სპეციალური დანიშნულების რაზმებსა და სპეცტექნიკას მარტვილში ?

Published on

"კურიერის" ონლაინ სტუდიან მარტვილის რაიონიდან გამოუგზავნეს ვიდეომასალა,  რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმები, სპეცტექნიკასთან ერთად არიან დაფიქსირებულნი.
 
ცოტა ხნის წინ კი "კურიერის" კორესპონდენტმა, ონლაინ სტუდიას ფოტომასალა მიაწოდა, რომელიც თბილისში, თემქაზეა გადაღებული. ეს უკვე სპეცტექნიკის თბილისსში დაფიქსირების, მეორე შემთხვევაა.
 
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭავლსატყორცნი მანქანები გვიან ღამით გამოჩნდა. 
 
შეგახსენებთ, რომ დღეს "კურიერის" ონლაინ სტუდია მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს. მოქალაქეებს აქვთ საშუალება დარეკონ "კურიერის" ცხელ ხაზზე, კერძოდ 20-11-11-ზე და ასევე გამოაგზავნონ ნებისმიერი ფოტო ან ვიდეომასალა, რომელშიც თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევები იქნება ასახული.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...