მთავარისიახლეებიპოლიტიკარა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური

რა შემთხვევაში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური

Published on

საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო პირდაპირი ფარული არჩევნებით 5 წლის ვადით ირჩევა.  საქართველოს კანონმდებლობით, არჩეულად ჩაითვლება პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს ანუ 50% პლიუს ერთ ხმას მიიღებს.  ცესკო ვალდებულია, რომ 28ოქტომბრიდან მაქსიმუმ 20 დღეში შეაჯამოს არჩევნების შედეგები. პრეზიდენტის ინაუგურაცია კი მისი არჩევიდან მესამე კვირა დღეს იმართება. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმათა ნახევარზე მეტს, ინიშნება მეორე ტური, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს იმ ორ კანდიდატს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში უკეთესი შედეგების მქონე კანდიდატის შემდგომმა ორმა კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, მეორე ტურში მონაწილე მეორე კანდიდატი წილისყრით გამოვლინდება. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ხოლო თუ მათ თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს, გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ მეორე ტურში გასული ერთ-ერთი კანდიდატი თავის კანდიდატურას მოხსნის და ამის შესახებ კენჭისყრის დღემდე სულ ცოტა 10 დღით ადრე წერილობით აცნობებს ცესკოს, მაშინ მეორე ტურში ბრძოლას დარჩენილი ერთი კანდიდატი განაგრძობს და მისი გაპრეზიდენტებისთვის ერთი ამომრჩევლის ხმაც კი საკმარისი იქნება. 
საქართველოს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ხელახალი არჩევნების გამართვას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი პირველ ან მეორე ტურში მოხსნის თავის კანდიდატურას. ხელახალ არჩევნებს პარლამენტი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში ნიშნავს.
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...