მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთში ,,ქართული ოცნება'' არათუ ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრების მოსყიდვასაც ცდილობს

ფოთში ,,ქართული ოცნება” არათუ ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრების მოსყიდვასაც ცდილობს

Published on

 
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიგა მიქავა აცხადებს, რომ ფოთში, 23-ე უბანზე მასთან ,,ქართული ოცნების “ წარმომადგენელი მივიდა და გარკვეული დროით უბნის დატოვების სანაცვლოდ, თანხა შესთავაზა.
 
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მოვიდა და მომთხოვა ერთი საათის განმავლობაში გავრიდებოდი ტერიტორიას, დამეტოვებინა უბანი. ამ პერიოდში კი ის მოიყვანდა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს, მათთვის სასურველი არჩევანის გასაკეთებლად. ამის სანაცვლოდ კი ჯერ 500 ლარს დამპირდა, არჩევნების შემდეგ კი დამატებით თანხის მოცემას,“- განუცხადა ჟურნალისტებს გიგა მიქავამ.
 
,გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი 70- ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დავით ხომერიკი კი აცხადებს, რომ არჩევნები ფოთში დილიდანვე დარღვევებით მიმდინარეობს.
 
„ეს შემთხვევა კი იმის დადასტურებაა, რომ ,,ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის ემზადება“, – აღნიშნა ხომერიკმა.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...