მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებში უპირობოდ იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის...

ნიკა მელია: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებში უპირობოდ იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე”

Published on

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებში უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე",- ამის შესახებ განცხადება, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელაიმ გააკეთა.
 
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ჩატარებული ბრიფინგის დროს ნიკა მელიამ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის დაფიქსირდა.
 
მისი თქმით, ამ მასშტაბების დარღვევები ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ჰყოფნის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
 
„მთელი ქვეყანა მთელი დღის განმავლობაში ადევნებს თვალს როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი გამგებლებისა და მერების ჩათვლით. როგორ ატრიალებენ ამ კარუსელს, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები საარჩევნო უბნებზე და ამ ყველაფერის მიუხედავად მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 
 
ნიკა მელიას თქმით ახლა აუცილებელია, რომ არ მიეცეს საშუალება "ქართულ ოცნებას" რომ გააყალბოს არჩევნები. ენმ-ს ლიდერი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...